რონალდუ ატლეტიკოს: 5:0 გიგებთ

„მე ხუთჯერ მაქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ატლეტიკოს არც ერთხელ, თუმც დღეს ჩვენ წავაგეთ, ასეთია ფეხბურთი“, - აღნიშნა მადრიდში, ატლეტიკო - იუვენტუსის მატჩის შემდეგ ტურინული კლუბის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში  ატლეტიკომ იუვენტუსს ვანდა მეტროპოლიტანოზე უმასპინძლა და ორი ურუგვაელის, დიეგო გოდინისა და ხოსე ხიმენესის გოლებით 2:0 დაამარცხა.

თავად კრიშტიანუს ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმც ერთ ეპიზოდში მასპინძლთა მეკარეს ვერ აჯობა, მეორედ დარტყმისას ბურთი კარს ააცლია, ტრიბუნებმა კი ობსტრუქცია მოუწყვეს. არც იყო გასაკვირი - იუვენტუსამდე ხომ რონალდუ მადრიდის რეალში თამაშობდა და ლა ლიგის მატჩებისას ატლეტიკო ბევრჯერ გაუმწარებია.

რონალდუს ხუთი თითიც ჯესტიც ტრიბუნებისთვის ობსტრუქციის საპასუხო ჟესტი იყო, მე ლიგა ხუთჯერ მაქვს მოგებული, თავს მიხედეთო...