ენრიკე სერესო: რონალდუმ ლიგა სამჯერ მოიგო

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში იუვენტუსი ატლეტიკოს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. რა გასაკვირია, რომ როხიბლანკოს გულშემატკივრები კრიშტიანუ რონალდუს არცთუ ისე კარგად დახვდნენ. მადრიდელთა ფანები მთელი შეხვედრის მანძილზე უშტვენდნენ და პორტუგალიელს უწმაწურ სიტყვებს არ აკლებდნენ.

 

ერთ-ერთ ეპიზოდში რონალდუმ მათ ჟესტი უჩვენა, რითიც შეახსენა, რომ პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის თასი ხუთჯერ აღმართა, ატლეტიკოს კი ეს ტიტული არასდროს მოუგია. ბლანკოსის ყოფილმა ლიდერმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული პირველად 2008 წელს მოიგო, როცა მანჩესტერისთვის ირჯებოდა. შემდეგ თასი რეალში ოთხჯერ (2014, 2016, 2017, 2018) აღმართა. რონალდუმ ფინალში ორჯერ სწორედ ატლეტიკო დაამარცხა.

 

ამ თემასთან დაკავშირებით მადრიდელთა პრეზიდენტმა,  ენრიკე სერესომ ისაუბრა და განაცხადა, რომ პორტუგალიელმა ლიგა არა ხუთჯერ არამდე სამჯერ მოიგო.

 

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მცირე განმარტება გავაკეთო. რონალდუმ ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ კი არა სამჯერ მოიგო. მას ჩვენ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია. იმას თუ რეალურად ვინ გაიმარჯვა, ამას ჩემი მომდევნო ინტერვიუდან გაიგებთ.“-განაცხადა ესპანელმა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ რონალდუმ მედაიზონაში გავლის დროსაც შეახსენა ყველას, რომ ლიგა ხუთჯერ მოიგო, ატლეტიკომ კი არცერთხელ.

საერთოდაც უნდა ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტესტი, ამ სეზონში ცუდად გამოიყურება. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მან 6 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.