ჩელსის სატრანსფერო ბანი დაადეს

ფიფამ ჩელსი დამნაშავედ ცნო

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩელსის სატრანსფერო ბანი დაადეს. უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ლონდონელები ფეხბურთელს ვერ დაიმატებენ. საქმე იმაშია, რომ ბრიტანულმა გრანდმა 18 წლის ფეხბურთელის დამატებისას FIFA-ს წესები დაარღვია.

 

ბოლო დროს ხშირად იწერებოდა, რომ უეფას მმართველი ორგანო გუნდს  სატრანსფერო საკითხებთან დაკავშირებით ედავებოდა. საბოლოოდ ფიფას წარმომადგენლებმა გუნდს 29 ფეხბურთელთან დაკავშირებით აღმოუჩინეს დარღვევები.

 

აქვე გეტყვით, რომ FIFA არისტოკრატებს 600 ათასიანი ფრანკითაც დაჯარიმდება. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია გონსალო იგუაინის საკითხი. პიპიტა არისტოკრატებში იჯარით თამაშობს და ლონდონელებმა იგი გამოსყიდვის უფლებით დაიმატეს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.