ლუხუმ ჩხვიმიანის ბრინჯაო

ქართველმა ძიუდოისტმა დიუსელდროფში მესამე ადგილი დაიკავა

დიუსელდორფის დიდი მუზარადის ტურნირი ქართველი ძიუდოისტებისთვის ბრინჯაოს მედლის მოპოვებით დაიწყო. ეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) გააკეთა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კორეელი ქარიმ ლი დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ამ ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანი.

 

მანამდე კი ჩხვიმიანმა ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან წააგო, რომელმაც, თავის მხრივ, ფინალში ვერ დაძლია იაპონელი რიუჯი ნაგაიამას წინააღმდეგობა.

 

დიუსელდორფის ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 73 და 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავლენ.