პროგნოზი: ბაიერნი-ჰერტა 

პროგნოზი: ბაიერნი-ჰერტა 

 

ბაიერნი-ჰერტა 

დრო: შაბათი, 23 თებერვალი, 19:15 საათი

მსაჯი: ჰერმ ოსმერსი (გერმანია, 34)

 

სატურნირო მდგომარეობა

ბუნდესლიგა

ბაიერნი 48 ქულით გათამაშებაში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ დორტმუნდის ბორუსიას სამით ჩამორჩება. მიმდინარე გათამაშების ლიდერს კარგი პერიოდი არ უდგას, ვინაიდან ბუნდესლიგაში ზედიზედ სამ მატჩში ქულები დაკარგა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ტოტენჰემთან სტუმრად, ფაქტობრივად უშანსოდ დამარცხდა. ყველაფერი ეს, თანაც ბორუსიას ლევერკუზენთან დაპირისპირება, ბაიერნს პირველადგილოსანთან გათანაბრების შესაძლებლობას აძლევს. ნიკო კოვაჩის გუნდი დორტმუნდს ბურთების შეფარდებაში ჩამორჩება, რა კომპონენტშიც ასეთი მაჩვენებელი აქვს - 50:26.

 

ბერლინის ჰერტა, მეათე ადგილს 32 ქულით იკავებს და ევროზონაში მოხვედრის რეალურ შანსს ფლობს (მეხუთეადგილოსან ლევერკუზენთან ჩამორჩენა - 4 ქულა). ბურთების შეფარდება -35:32.

 

სათამაშო ფორმა

ბაიერნს, რომელმაც ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაში, ვიცე-ჩემპიონ ლივერპულთან სტუმრად, 20 თებერვალს გამართა და უგოლო ფრე ითამაშა, ბუნდესლიგის ბოლო 11 მატჩიდან ერთადერთი აქვს წაგებული (ლევერკუზენთან სტუმრად), 9- კი მოგებული. 

 

ლივერპულთან ენფილდზე გამართულ შეხვედრამდე, ბაიერნს ყველა ტურნირზე ზედიზედ 23 მატჩში მეტოქეს გოლს უტანდა.

 

ბაიერნის მიერ ბუნდესლიგაში ჩატარებულ ბოლო ექვს მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

დედაქალაქურმა კლუბმა ბოლო ხუთი მატჩიდან ერთდერთი მოიგო, თუმცა მეორეადგილისთვის მებრძოლ მიუნხენგლადბახის ბორუსიასთან. 

 

გუნდმა ბოლო ტურში, 16 თებერვალს, ბრემენის ვერდერთან ფრე - 1:1 ითამაშა.

 

ჰერტას ბოლო 7 სტუმრად ჩატარებულ მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

 

ჰერტამ სტუმრად ზედიზედ 2 მატჩი მოიგო.

 

ურთიერთშეხვედრები

ბოლო ხუთ შეხვედრაში ბაიერნს ჰერტასთავის არ მოუგია.

 

გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან 7-ში გოლი მხოლოდ ერთმა მეტოქემ გაიტანა.

 

დანალკისი

ბაიერნი: შესაძლოა ვერ ითამაშონ: გორეცკა, ჰოფმანი, ჰუმელსი, რობენი, ტოლისო.

 

ჰერტა: ვერ ითამაშებენ: იბიშევიჩი, პლატენჰარდტი, თორუნარიგა. შესაძლოა ვერ ითამაშონ: დილროსუნი, გერბეკი, კადე, ლეკიე, ლუკასენი, მაიერი, პეკარიკი.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ბაიერნი: ნოიერი (მეკარე); ალაბა, ჰუმელსი, ზულე, კიმიხი(მცველები); ალკანტარა, მარტინესი (ნახევარმცველები); რიბერი, მიულეი, გნაბრი (შემტევი ნახევარმცველები); ლევანდოვსკი (თავდამსხმელები). (4-2-3-1).

მთავარი მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი (ხორვატია).

 

ჰერტა: იარშტეინი (მეკარე); ლაზარო, სტარკი, რეკიკი, მიტელშტადტი (მცველები); გრუჯიჩი, ლუშტენბერგერი, მაიერი (ნახევარმცველები); შელკე, კალუ (თავდამსხმელები). (4-3-1-2).

მთვარი მწვრთნელი: პალ დარდაი (უნგრეთი).

 

პროგნოზი

ბაიერნს სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით გალიდერების ძალიან კარგი შანსი აქვს, ამიტომ გუნდს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებისთვის დამატებითი მოტივაცია აქვს.

 

ბაიერნი კარს მშრალად შეინახავს @1.80

ჰერტა 3 გოლზე მეტის სხვაობით არ წააგებს @1.51




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.