პროგნოზი: ლევანტე-რეალი

პროგნოზი: ლევანტე-რეალი

ლევანტე-რეალი

დრო: კვირა, 24 თებერვალი, 23:45 საათი

მსაჯი: იგნასიო იგნასიას ვილანუევა (ესპანეთი).


სატურნირო მდგომარეობა

ლა ლიგა

ლევანტემ სეზონი გაცილებით უკეთესად დაიწყო, თუმცა ამჟამად მხოლოდ 30 ქულას ფლობს და მე-12 ადგილს სჯერდება. ვალენსიელები იმ იშვიათ გუნდა კატეგორიაში არიან, რომლებმაც მოახერხეს და ერთ სეზონში ბარსელონასა და რეალს მოუგეს. ბურთების შეფარდება - 36:43.

მადრიდის რეალი 45 ქულით მესამე ადგილს იკავებს, უშუალო კონკურენტ ატლეტიკოს ორით, ხოლო ლიდერ ბარსეოინას 12 ქულიტ ჩამორჩება. სამეფო კლუბმა ბარსელონას შემდეგ ყველაზე მეტი - 41 გოლი გაიტანა და 29 გაუშვა. 



სათამაშო ფორმა


ლევანტეს ყველა ტურნირზე ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული, თუმცა აქედან ერთი სამეფო თასზე ბარსელონას წინააღმდეგ (2:0).

ლევანტეს შინ 4-მატჩიანი წაუგებელი სერია, ბოლო 7 შეხვედრიდან კი ერთადერთი მარცხი აქვს.

ლევანტეს ბოლო 7 მატჩიდან 6-ში გოლის გატანა მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო.

ბოლო, 24-ე ტურში ლევანტემ სელტასთან სტუმრად - 4:1 იმარჯვა.

რეალმა წინა ტურში, ჟირონასთან - 1:2 მარცხის შემდეგ 8-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (7 მოგება).

რეალის ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლის გატანა ორივე გუნდმა შეძლო.

რეალის ბოლო 8 მატჩიდან 7-ში მინიმუმ სამი გოლი გავიდა.

რეალს სტუმრად ხუთმატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს. ბლანკოსებმა მეტოქის მოედანზე ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმეს.

რეალს სტუმრად ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში კარი მშრალად არ შეუნახავს.



ურთიერშეხვედრები


რეალს ბოლო სამ მატჩში ლევანტე არ დაუმარცხებია.

ამ სეზონის პირველი წრის მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე სტუმრების გამარჯვებით - 1:2 დასრულდა.

ლევანტეს საშინაო კედლებში რეალი ბოლო ხუთ მატჩში არ დაუმარცხებია.

გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში მინიმუმ სამი გოლი გავიდა.

ბოლო ოთხ მატჩში გოლის გატანა ორივე მეტოქემ შეძლო.


სავარაუდო შემადგენლობა 


ლევანტე: ფერნანდესი (მეკარე); ვესო, კაბასიო, პიერი (მცველები); ლუნა, კამპანია, ბარდი, კოკე, როჩინა (ნახევარცმველები); მარტი, მორალესი (თავდასმხმელები).

მთავარი მწვრთნელი: პაკო ლოპესი (ესპანეთი).

რეალი: კურტუა (მეკარე); კარვახალი, ვარანი, ნაჩო, რეგილონი (მცველები); მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (ნახევარცმველები); ვასკესი, ბენზემა, ვინიციუსი (თავდასმხმელები).

მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი (არგენტინა).


პროგნოზი


რეალს, რომელსაც ბარსელონასთან მიახლოების შანსი გაუჩნდა, ლევანტესთან რევანშის აღება სწადია. სამეფო გუნდი გაცილებით უკეთეს ფორმაშია, თანაც რეალს ბარსელონასთან პეინციპული შეხვედრები ელის და შეეცდება კატალონიელებთან დაპირისპირებას კარგ ხასიათზე შეხვდეს.
რეალი მოიგებს @ 1.55#mce_temp_url#
 
გოლს ოეოვე გუნდი გაიტანს @1.55#mce_temp_url#



მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.