კიტეიშვილმა შტურმს ქულა გადაურჩინა

ქართველი შემტევი შესანიშნავ ფორმაშია

ავსტრიის ჩემპიონატის მე-19 ტურში, გრაცის შტურმი, რომლის ღირსებასაც ოთარ კიტეიშვილი იცავს, მატერსბურგს ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. სასიხარულოა, რომ სტუმართა მხრიდან გოლი სწორედ კიტეიშვილმა გაიტანა. ოთარი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრის ბოლომდე გაისარჯა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა მეტოქის კარი 55-ე წუთზე აიღო.

 

რაც შეეხება შტურმს, გრაცელებს 27 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილზე არიან. შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილი შტურმში წინა წლის ზაფხულში თბილისის დინამოდან გადავიდა. ამ დრომდე მან ავსტრიული გუნდის რიგებში 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.