ჩელსი აზარს დააკავებს

სატრანსფერო ბანი აზარის კარიერაზეც იქონიებს გავლენას

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ედენ აზარი ჩელსის არ დატოვებს. მას შემდეგ, რაც ფიფამ ლონდონელებს სატრანსფერო ბანი დაადო, არისტოკრატთა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ბელგიელი ვარსკვლავი გუნდიდან არ გაუშვას.

 

არახალია, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც მეათე ნომრის გადაბირება მადრიდის რეალს სურს. გარდა ამისა ბლანკოსში გადასვლა თავად ფეხბურთელის სურვილიცაა, თუმცა როგორც ჩანს ტრანსფერი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

 

ამ სეზონში აზარი მშვენიერ ფორმაშია. აგვისტოდან მოყოლებული მან 34 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.