ციციპასის მეორე

ბერძენმა ჩოგბურთელმა მარსელში იჩემპიონა

ახალგაზრდა ბერძენი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. სტეფანოს ციციპასმა კარიერაში მეორე ტიტული მოიგო.

 

მარსელში დასრულებულ საკმაოდ წარმომადგენლობით ტურნირზე, ციციპასი ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით მივიდა, იქ კი ყაზახი მიხაილ კუკუშკინის წინააღმდეგობა ელოდა. 

 

მატჩის აფიშა ციციპასს შედარებით მარტივ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, რადგან 20 წლის ბერძენი ყოველდღიურად პროგრესირებს და კუკუშკინთანაც ფავორიტად მიიჩნეოდა. საბოლოოდ მან კი მოიგო, მაგრამ არც თუ ისე ადვილად - 7:5, 7:6.

 

მატჩი 2 საათს და 14 წუთს გაგრძელდა. ციციპასი აგრესიული მოწოდებით გამოირჩეოდა და ჯამში 14 ეისიც მიითვალა.

 

ამრიგად სტეფანოს ციციპასმა, შარშან სტოქჰოლმში გამარჯვების შემდეგ, მარსელში მეორე ტიტული მოიხვეჭა.