კეპა და სარი: გაუგებრობა, სხვა არაფერი (+VIDEO)

ჩელსის მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გუნდის მეკარე კეპა არისაბალაგას საქციელზე კომენტარი გააკეთა. 

როგორც იცით, ჩელსი-მანჩესტერ სიტის ფინალის ბოლო წუთზე სარის კეპას ნაცვლად მეორე მეკარე კაბალიერო შეჰყავდა, რადგან მისი აზრით, კეპა მზად არ იყო პენალტების სერიისთვის: ბასკ მეკარეს ორჯერ დასჭირდა სამედიცინო დახმარება...

 

კეპა მაინც არ გავიდა მოედნიდან - მწვრთნელს ანიშნებდა, არაფერი მჭირს, ყველაფერი კარგად იქნებაო. საბოლოოდ, ჩელსიმ წააგო.

 

"ეს გაუგებრობა იყო. კეპა მართალი გახლდათ, მაგრამ სიმართლე სხვა გზით გამოხატა. გაირკვა, რომ ფიზიკური თვალსაზრისით პენალტებისთვის მზად იყო. მეორე მხრივ, კეპამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი გაუგებრობები ჩელსისთვის ზიანის მომტანია. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ კეპასთან სხვა არანაირი პრობლემა არ მაქვს".

 

თავად ბასკი მეკარე კი ამბობს: "თქვენ დაინახეთ, რომ მოედნის დატოვებაზე უარი ვთქვი, მაგრამ რეალური სურათი სხვაა. სარის უდიდეს პატივს ვცემ და მისი გადაწყვეტილების წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. ექიმების ჩარევა ორჯერ დამჭირდა და მწვრთნელს ეგონა, რომ თამაშის გაგრძელება აღარ შემეძლო. ასე არ იყო. უბრალოდ, გაუგებრობა მოხდა".  

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.