სერენა ოსკარებს დაესწრო 

ამერიკელმა ჩოგბურთელმა "ვარსკვალვის დაბადება" წარადგინა 

 

ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი ლოს ანჯელესში გამართულ აშშ-ს კინოაკადემიის ყოველწლიურ დაჯილოდების რიგით 91-ე ცერემონიალს დაესწრო. ოსკარების საღამოზე 37 წლის სპორტსმენმა ფილმი „ვარსკვლავის დაბადება“ წარადგინა, რომელშიც მთავარ როლებს ლედი გაგა და ბრედლი კუპერი ასრულებენ. აღნიშნულმა სურათმა 8 სხვადასხვა კატეგორიაში იყო წარდგენილი და „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.

 

„ბავშვობაში ყოველთვის წარმოვიდგენთ იმას, რისი მიღწევაც ცხოვრებაში გვსურს. ოცნება მარტივია, ამის რეალობად ქცევა კი ძალიან რთული. არ აქვს მნიშვნელობა რას გინდათ რომ მიაღწიოთ, გახდეთ მსახიობი, ჩოგბურთელი თუ მომღერალი, ისევე როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები. ლედი გაგას პერსონაჟის ხასიათით, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე როგორც აღმასვლები, ისე დაღმასვლები“.-თქვა სერენამ ფილმის წარდგენისას.

 

წინა კვირაში, დიდი სლემების 23-გზის გამარჯვებულ მსოფლიო რეიტინგის ათეულში დაბრუნდა.