დავიდ ლუიზი: სრული მხარდაჭერა სარის

დარწმუნებული ვარ მალე ისევ კარგ ფორმაში ჩავდგებით.

ბოლო დროს მაურისიო სარის საქმეები ჩელსიში მთლად კარგად ვერ მიდის. გარდა იმისა, რომ გუნდი ცუდ შედეგებსა და თამაშს აჩვენებს, როგორც ჩანს მას ფეხბურთელებთანაც არ აქვს მთლად დალაგებული ურთიერთობა. თუნდაც ინგლისის ლიგის თასის ფინალში მომხდარი ფაქტი რად ღირს, როცა იგი კეპას ცვლიდა, თუმცა ესპანელმა კიპერმა მოედნის დატოვება არ ისურვა და თამაში გააგრძელა.

 

ამ ყველაფერთან დაკავშირებით არისტოკრატთა ერთ-ერთმა ლიდერმა დავიდ ლუიზმა ისაუბრა და გადანცხადა, რომ იგი სარის მუშაობით კმაყოფილია და იტალიელს მხარს უჭერს.

 

„მწვრთნელდ გუნდში ბევრი რამის უფლება აქვს. სიტისთან შეხვედრაში მომხდარი ფაქტი უბრალოდ გაუგებრობა იყო და მეტი არაფერი. დარწმუნებული ვარ ყველაფერი მალევე მოგვარდება.

 

საერთოდაც სარი შესანიშნავი სპეციალისტია. ჩვენ მოგვწონს მისი ხედვები და მხარს ვუჭერთ იტალიელ სპეციალისტს. მაურისიოს სურს, რომ ჩელსიში საკუთარი ფილოსოფია დანერგოს და ეს კარგიც კია. დარწმუნებული ვარ მალე ისევ კარგ ფორმაში ჩავდგებით.“-განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა.

 

ამ მომენტისთვის ჩელსის პრემიერლიგაში 50 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა, ევროპის ლიგის 1/8 ფინალში კი არისტოკრატები კიევის დინამოს დაუპირისპირდებიან.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.