ბარსელონამ მეკარე მოინიშნა

ესპანელებს ამჯერად მეკარე მოუნდათ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ბარსელონა მეკარის დამატებას შეეცდება. Football Espagna იუწყება, რომ ბლაუგრანას მესვეურებმა თვალი აიაქსის კარის დარაჯ ანდრე ონანას დაადგეს.

 

არახალია, რომ იასპერ სილესენს, რომელიც სათადარიგო მეკარედ ითვლება გუნდიდან წასვლა სურს. მისი დამატება ლივერპულსა და ბაიერნს უნდათ, თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

 

ონანა ბარსელონას აკადემიის აღზრდილია და 5 წელი სწორედ ესპანელთა ასაკობრივი გუნდის წევრი გახლდათ. 2014 წლიდან იგი აიაქსის საკუთრებაა და დღეს ერეიდივიზიონის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა.