ოთარ მარცვალაძემ კარიერა დაასრულა

34 წლის ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ოთარ მარცვალაძემ კარიერა დაასრულა. 34 წლის ფორვარდმა ეს ინფორმაცია Leadersport.ge-სთან საუბრისას დაადასტურა.

 

მარცვალაძეს კარიერის მანძილზე არაერთ გუნდში უთამაშია. ვიტ ჯორჯია, ზაკარპატია, კიევის დინამო 2, ანჟი, ვოლგა, კრასნოდარი, სკა-ენერგია, ალანია, ტოსნო, ორდაბასი, თბილისის დინამო, გორის დილა, ბათუმის დინამო და ბოლოს რუსთავი. ეს იმ კლუბების ჩამონათვალია, რომელთა ღირსებასაც სხვადასხვა დროს ქართველი ფეხბურთელი იცავდა.

 

რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, ვეტერანმა ფორვარდმა ეროვნული გუნდის მაისურით 22 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. აუცილებლად გამოსარჩევია ხორვატიასთან 1:0 მოგებული მატჩი, მარცვალაძე უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გოლის მომენტში ლევან კობიაშვილს ასისტენტობა სწორედ მან გაუწია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.