1000+

მეთოფეებმა ათასზე მეტჯერ გაისროლეს

პრემიერლიგის 28-ე ტურში არსენალმა ბორნმუთს უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. მასპინძლები მთელი მატჩის მანძილზე დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც საბოლოოდ ტაბლოზეც აისახა.

 

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრისას ლონდონელებმა პრემიერლიგაში 1000 გოლს გადააბიჯეს. თამაშის დაწყებამდე მათ ანგარიშზე 999 გოლი იყო, ახლა კი შესაბამისად 1004. საიუბილეო მეათაზე გოლი მესუთ იოზილის ანგარიშზეა.

 

ამ მომენტისთვის არსენალი 56 ქულით მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს მეთოფეები სტუმრად ტოტენჰემის წინააღმდეგ ჩაატარებენ.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.