ვერის ბაღი სარეიტინგო ბრძოლებს უმასპინძლებს

ღონისძიების მთავარი დაპირისპირება ქართველ ლაშა გურგულიანსა და ბოსნიელ ჟასმინ დანანოვიჩს შორის შედგება. ბრძოლა 6 რაუნდიანი იქნება.

1 მარტს 16 საათზე ვერის ბაღის კრივის დარბაზში BOXING GROUP პრომოუშენის ორგანიზებით პროფესიულ კრივში სარეიტინგო ბრძოლები გაიმართება.

 

სულ 11 ორთაბრძოლა შედგება, სადაც ერთმანეთს პროფესიონალი მოკრივეები დაუპირისპირდებიან. სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა კრივის კლუბებიდან იქნებიან წარმოდგენილნი. ღონისძიების მთავარი დაპირისპირება ქართველ ლაშა გურგულიანსა და ბოსნიელ ჟასმინ დანანოვიჩს შორის შედგება. ბრძოლა 6 რაუნდიანი იქნება.

 

გურგელიანი 28 წლისაა. ის 3 წელია, რაც პროფესიონალი მოკრივეა და ამ დროის განმავლობაში 16 გამარჯვება აქვს მოპოვებული.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.