როდესაც ეცემი უნდა წამოდგე

რას წერენ რეალის ფეხბურთელები სოციალურ ქსელში

ელ კლასიკო ყოველთვის საფეხბურთო მოვლენად ითვლება. რეალი ბარსელონა თუ პირიქით მუდამ გამადიდებელი ლუპის ქვეშ არის. არა აქვს მნიშვნელობა მადრიდელები და კატალონიელები ერთმანეთს რა ტურნირზე უპირისპირდებიან, თუნდაც ამხანაგური მატჩი იყოს - ის დიდი ჯახია, რომელიც გულშემატკივრბში დიდ ინტერესს იწვევს.

 

ამ ორიოდე დღის წინ, სამეფო თასის ნახევარფინალში ბარსელონასთან 0:3 მარცხის შემდეგ ვნებათაღელვა არ ცხრება. რეალის ფეხბურთელები გულდაწყვეტილნი არიან და ცდილობენ შვება სოციალურ ქსელში იპოვნონ.

 

ტონი კროოსი:

 

„ჯერ კიდევ გვტკივა, თუმცა მაინც ვამაყობ იმით თუ როგორ ითამაშა გუნდმა. რიგ ეპიზოდებში ჩვენ საკუთარ თავსაც გადავახტით. წინ კიდევ ბევრი გამოცდაა“

 

 

ლუკას ვასკესი:

 

„რაც მოხდა ძალზედ გულდასაწყვეტია, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. ამ სეზონში ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის“.

 

 

ვინიციუსი:

 

„მინდორს ყოველთვის გამარჯვებული ვერ დატოვებ. წაგებაც მოგების ნაწილია და ხანდახან ის გაკვეთილივით არის. ვშრომობთ და ვპროგრესირებთ. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ გვაქვს“.

 

 

სერხიო რეგილონი:

 

„როდესაც ეცემი უნდა წამოდგე. რეალში ეს ჯერ კიდევ მაშინ გავიგე, როდესაც ბავშვი ვიყავი“




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.