პროგნოზი: რეალი-ბარსელონა

პროგნოზი: რეალი-ბარსელონა

რეალი-ბარსელონა

დრო: 2 მარტი, შაბათი, 23:45 საათი

მსაჯი: ინდიანა მალენკო (ესპანეთი)

 

სატურნირო მდგომარეობა

 

ლა ლიგა 

სამეფო კლუბი 48 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ ბარსელონას 9-ით, ხოლო უშუალო კონკურენტ ატლეტიკოს 2 ქულით ჩამორჩება. სამეფო კლუბმა წინა 25 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა (მეორე შედეგი) და 30 გაუშვა.

 

ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს. გუნდს 57 ქულა აქვს, უახლოეს მდევარ მადრიდის ატლეტიკოს კი 7 პუნქტით უსწრებს. ბურთების შეფარდება - 65:25 (ყელაზე მეტი გატანილი, საუკეთესო ბალანსი).

 

სათამაშო ფორმა 

რეალს ყველა ტურნირზე ბოლო სამი მატჩიდან 2 წაგებული აქვს.

 

სამეფო კლუბს საშინაო არენაზე ზედიზედ ორი მარცხი აქვს (ჟირონასთან 1:2 და ბარსელონასთან 0:3).

 

რეალის მიერ სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარებული ბოლო ექვსი შეხვედრიდან 5-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

ლა ლიგაში რეალის მიერ ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

რეალმა ლა ლიგაში ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო.

 

რეალმა ლა ლიგაში ბოლო 7 შეხვედრიდან 5-ში ორივე ტაიმი მოიგო.

 

ბლანკოსებმა ლა ლიგაში ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანეს.

 

ბარსელონას ყველა ტურნირზე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია, ბოლო 20 შეხვედრიდან კი 2 მარცხი აქვს.

 

ბარსელონა ლა ლიგაში სტუმრად ჩატარებული შეხვედრების გათვალისწინებით, საუკეთესო გუნდია (8 მოგება, 3 ფრე, 1 მარცხი).  

 

ბარსელონამ ლა ლიგაში ბოლო 12 მატჩიდან 10 მოიგო.

 

კატალონიელებმა ლა ლიგაში გამართული ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანეს.

 

 

ბარსელონას მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან ორივე მეტოქემ გოლის გატანა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეძლო.

 

ბარსელონამ ბოლო ორ მატჩში მეტოქეებს მინიმუმ 3 გოლი გაუტანა.

 

ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ბარსელონას ორი თავდამსხმელი ლიონელ მესი (25, ევროპის საუკეთესო მეგოლე) და ლუის სუარესი (16) თაოსნობენ, ხოლო სამეფო კლუბის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ქარიმ ბენზემა მე-7 ადგილს იკავებს (11 გოლი).

 

ურთიერთშეხვედრები

სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული ბოლო ორი მატჩი ბარსელონამ ანალოგიური ანგარიშით - 3:0 მოიგო.

 

რეალს ბარსელონა ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო ხუთ შეხვედრაში არ დაუმარცხებია.

 

გუნდების ბოლო 30 შეხვედრიდან 25-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

ყველა ტურნირზე გამართული ბოლო ხუთი მატჩიდან 4-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

უკანასკნელი შეხვედრა ამ გუნდებს შორის სამი დღის წინ, ამავე არენაზე შედგა, სადაც ბლაუგრანამ - 3:0 იმარჯვა და ორრაუნდიან დაპირისპირებაში ფინალში გააღწია (პირველი შეხვედრა - 1:1).

 

სანტიაგო ბერნაბეუზე რეალს ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული.

 

 

სავარაუდო შემადგენლობა  

რეალი: კურტუა (მეკარე); რეგილონი, რამოსი, ვარანი, კარვახალი (მცველები); კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (ნახევარმცველები); ვინიციუსი, ბენზემა, ვასკესი (თავდამსხმელები).  

 

მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი (არგენტინა).

 

ბარსელონა: ტერ შტეგენი (მეკარე); სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა (მცველები); რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (ნახევარმცველები); მესი, სუარესი, დემბელე (თავდამსხმელები).

 

მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე (ესპანეთი).

 

 

პროგნოზი 

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის გამარჯვებულის გამოვლენისთვის ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ბარსელონამ სწორედ ამ პრინციპულ მეტოქესთან მორიგი, დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებით კოპა დელ რეის ფინალში გააღწია, ახლა კი მინიმუმ არ დამარცხებას შეეცდება. რათა საგრძნობი უპირატესობა შეიქმნას და ზედიზედ მეორე ტიტულისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.

 

თუ გუნდების ურთიერთშეხვედრებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბარსელონას მეტოქის მოედანზე თამაში არ უჭირს, რეალი კი, რომელსაც სათასო დაპირისპირებასთან შედარებით ნაკლები ფსიქოლოგიური წნეხი აქვს, მეტოქეს გახსნილ თამაშს შესთავაზებს და როგორც მინიმუმ ბლაუგრანას კარს დალაშქრავს.

 

გოლს ორივე გუნდი გაიტანს  @1.45

ბარსელონა არ წააგებს @1.47