ზიზუ კი ელის...

ჩელსის ახლავე მოლაპარაკების დაწყებას ურჩევენ

მართალია, ტოტენჰემთან 2:0 გამარჯვების შემდეგ ჩელსის მწვრთნელის გარშემო ატეხილი ნეგატიური კომპანია ოდნავ შენელდა, თუმც მაურიციო სარის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. 

 

მწვრთნელის პოზიციები მეკარე კეპასთან ამას წინათ სიტისთან სათასო მატჩისას წარმოქმნილი კონფლიქტის შემდეგაც გაძლიერდა, მაგრამ ამბობენ, სარის ჩელსიში დიდი დღე მაინც არ უწერიაო... მის ყველაზე რეალურ მემკვიდრედ ახლა სწორედ ზიზუს მიიჩნევენ.

 

 

ჩელსის ხელმძღვანელებს კი ინგლისურ-იტალიერ ფეხბურთში ღრმად ჩახედული ხალხი ურჩევს, რომ ზინედინ ზიდანთან მოლაპარაკებებს დროულად შეუდგნენ, თურემ ხელმოცარულნი დარჩნებიანო. 

 

საქმე ის გახლავთ, რომ სეზონის ბოლოს ტურინის იუვენტუსიდან მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აპირებს აბარგებას. ხოლო კლუბის ხელმძღვანელები მის სავარძელს იუვენტუსის ყოფილ ფეხბურთელსა და მადრიდის რეალის ტრიუმფატორ მწვრთნელ ზინედინ ზიდანისთვის ამზადებენ.

 

ჩელსის მესვეურებსაც ამად ურჩიეს ზიდანთან დროულად დაკავშირება. ინგლისელებს თუ მოლაპარაკების დაწყება იტალიელებმა დაასწრეს, მერე, საეჭვო იქნება, ფრანგი ლონდონელებისკენ მიბრუნდესო. 

 

 

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ იუვენტუსი ზედიზედ ოთხჯერ აჩემპიონა და ახლა, მორიგ სკუდეტოსთან ძალიან ახლოს არის, თუმცა... მისმა ერთერთმა ახლობელმა თქვა: 

 

„მაქსი სკუდეტოს ზედიზედ მეხუთედ მოგებას ეშურება, ხელმძღვანელობისგან კი მხოლოდ ის ესმის, რომ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას ელიან. მოკლედ, მწვრთნელი გრძნობს, რომ ცვლილებების დრო ახლოვდება. მაქსი ყოველთვის ამბობდა, რომ ერთ კლუბში აბციების დასაკმაყოფილებლად სამწლიანი სამსახური სრულიად საკმარისია“.

 

აი, ასეთია ამბავია ჩელსისა და იუვენტუსის თავს... 

 

ზიზუ კი ელის...




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.