ბელგია განადგურებულია

ბორჯღალოსნებს მიმდინარე ტურნირზე 2 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი

ბორჯღალოსნებმა 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩში ბელგიას ბრიუსელში 8 უპასუხო ლელო გაუტანეს და მეტოქე ბონუსით, 46:6 დაამარცხეს.

 

ეს იყო ამ გუნდების მეხუთე დაპირისპირება და საქართველომ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, ყველაზე დიდი სხვაობით ბრიუსელში. წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს და 13 ქულით პირველ ადგილზე არიან, სულ კი გამარჯვებების სერია ხუთამდე გაზარდეს.

 

თამაშმა მილთონ ჰეიგის შეგირდების უწყვეტი შეტევებით ჩაიარა. საქართველოს ნაკრები ყველა სიტუაციაში ხელდახელ უტევდა და დასახულ ამოცანას თავს კარგად ართმევდა.

 

ბორჯღალოსნებს მიმდინარე ტურნირზე 2 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი. 10 მარტს, ქართველები ქუთაისში გერმანიას უმასპინძლებენ, 17-ში კი, კრასნოდარში რუსეთთან მორიგი შერკინება ელით და თუკი ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ წარიმართა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ჩემპიონები მეთერთმეტედ გახდებიან.