აკაპულკო კირიოსმა აიღო

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა

მექსიკაში ავსტრალიელი ჩოგბურთელის შემჩერებელი ვერავინ გამოდგა და მანაც 14 თვის შემდეგ ტიტულის მოგების გემო გაიხსენა. თავქარიანმა ნიკ კირიოსმა, რომელიც ამჟამად რეიტინგის 72-ე ჩოგანია, თუმცა ერთი ხანობა ათეულსაც უკაკუნებდა აკაპულკოში იჩემპიონა.

 

ფინალში, კირიოსს ალექსანდრე ზვერევმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 3:6, 4:6 წააგო. წყვილის ფავორიტად რუსი წარმომავლობის გერმანელი ჩოგბურთელი ითვლებოდა. ის ხომ მსოფლიოს მესამე ჩოგანია, მაგრამ კირიოსს ვერაფერი დაუპირისპირა და უშანსოდ წააგო.

 

ურთერთშეხვედრების ანგარიში 5:3, გახდა ავსტრალიელი ჩოგბურთელის სასარგებლოდ. აკაპულკოში ჩემპიონობით ნიკ კირიოსმა 500 სარეიტინგო ქულა და 367 ათასი დოლარი გამოიმუშავა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.