სოლარი: ტიტულისთვის ბრძოლა არ დასრულებულა

რეალის თავკაცი გუნდის მოტივირებას და ბოლომდე ბრძოლას აპირებს

 

მადრიდის რეალმა პრინციპულ მეტოქე ბარსელონასთან, სანტიაგო ბერნაბეუზე, ერთ კვირაში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო (0:1). ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ თქვა, რომ მისი გუნდი დანებებას არ აპირებს და ჩემპიონობის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლებს.

 

„შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან რთული გამოდგა. სიტუაციის გამოსასწორებლად რამდენიმე ვარიანტის გამოყენებას ვცდილობდით და ბოლომდე ვიბრძოდით. გატანილი გოლის შემდეგაც კი, ბარსელონამ იმის გაკეთება გააგრძელა, რაც გამარჯვებისთვის აუცილებელი იყო. 

 

სამწუხაროა, რომ არსებული მომენტები ვერ გამოვიყენეთ და გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. აშკარაა, რომ წაგების მიზეზი ჩვენი მხრიდან პასიურობა არ ყოფილა.

 

ამ მომენტში, ლა ლიგაში ბარსელონასთან ჩამორჩენა 12 ქულას უდრის. ეს სერიოზული სხვაობაა, მაგრამ ჩვენ მადრიდის რეალი ვართ, არაფერი დაგვისრულებია და ტიტულის მოსაპოვებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ“.-თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.

 

ბარსელონამ, რომელმაც რეალს უკვე 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შესთავაზა, 60 ქულით ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობს, ბლანკოსები კი 48 ქულას ფლობენ და მესამე ადგილს იკავებენ.