დეკუ, ესიენი, გუდიონსენი, არშავინი, არველაძე...

ბაქოში ამხანაგური მატჩი გაიმართა ცნობილ ვეტერან ფეხბურთელთა გუნდებს შორის და რევაზ არველაძემაც ითამაშა. ევროპა ლიგის ფინალი წლეულს ბაქოში ტარდება და ამხანაგური თამაშიც ამ ფაქტს მიეძღვნა.

თითო გუნდში რვა-რვა უცხოელმა ითამაშა. აღმოსავლეთის ვარსკვლავები-დასავლეთის ვარსკვლავები...

 

აღმოსავლეთის გუნდში იყვნენ ანდრეი არშავინი, ნიჰათი, რევაზ არველაძე და სხვები. დასავლეთში კი უფრო ცნობილები: მაიკლ ესიენი, ეიდურ გუდიონსენი, დეკუ, ჰამით ალტინტოპი, მეკარე ეჟი დუდეკი... აღმოსავლეთმა 11:9 მოიგო.

 

მატჩი აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც დაესწრო.