დე ხეამ მანჩესტერს ულტიმატუმი წაუყენა

დე ხეას პირველობა უნდა 

მანჩესტერ იუნაიტედს დავიდ დე ხეასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. ესპანელი მზადაა გუნდში დარჩეს ოღონდ ერთი პირობით. დე ხეა მანკუნიელებთან ახალ ხელშეკრულებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ იგი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

 

The Thelegraph-ის ცნობით, ესპანელი ვარსკვლავი კვირაში 500 ათას ფუნტს ითხოვს. აქვე გეტყვით, რომ ამ მომენტში ყველაზე დიდი ჯამაგირი ალექსის სანჩესს აქვს, რომელიც გუნდში წინა წლის იანვარში გადავიდა და იმედებს აშკარად ვერ ამართლებს.

 

დე ხეა მანჩესტერს 2011 წლის ზაფხულში მადრიდის ატლეტიკოდან შეუერთდა. მალევე იგი გუნდის ლიდერად იქცა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერია. მის შეძენას რამდენიმე წლის მანძილზე მადრიდის რეალი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ ახლა კი პსჟ-ს აქვს თვალი დადგმული.

 

ცნობისთვის, 27 წლის ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.