ლებრონმა ბრაიანტს გადაასწრო

ლეიკერსის ლიდერი ისტორიაში მეხუთეა

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში ფენიქს სანსთან სტუმრად ითამაშა და 109:118 წააგო.

 

ლეიკერსის ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ამ მატჩში თამაშიდან 10 ზუსტი ტყორცნა განახორციელა და საერთო კარიერული შედეგი - 11 726 დააფიქსირა (9.9 საშუალოდ ერთ მატჩში), რა მაჩვენებლითაც ლეგენდარულ კობი ბრაიანტს გადაასწრო და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაშია მეხუთე ადგილზე გადავიდა.

 

„მეფე“ აქტიურ მოქმედ კალათბურთელთა შორის ამ კომპონენტში საუკეთესოა, საერთო ჯამში კი მასზე წინ მხოლოდ მაიკლ ჯორდანი (12 192), ვილტ ჩემბერლინი (12 681), კარლ მელოუნი (13 528) და კარიმ აბდულ-ჯაბარი (15 837) არიან.

 

34 წლის ფორვარდმა ფენიქსთან მატჩში 41 წუთი ითამაშა და მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. ლებრონმა 27 ქულა, 9 მოხსნა და 16 პასი მოაგროვა.