თამაშის დროს წვერსაპარსი და სახის ჩეხვა (+VIDEO)

თურქეთის რანგით მესამე ლიგის მატჩი ფეხბურთელების დაჭრით აღინიშნა. ამედსფორი ხვდებოდა საქარიასფორს. 

ამედსფორის 33 წლის ნახევარმცველმა მანსურ ჩალარმა ხელში წვერსაპარსის მსგავსი საგანი დამალა და თამაშისწინა მისალმებისას დაჭრა მეტოქე ფეხბურთელები. გაისმა მათი  წივილ–კივილი, მაგრამ მსაჯმა მატჩის დაწყება მაინც  ბრძანა. მანსურ ჩალარმა თამაშის დროსაც არაერთხელ გამოიყენა ბასრი საგანი... მატჩი 1:1 დასრულდა. 

 

„ამ არანორმალურს სამუდამო დისკვალიფიკაცია ეკთვნის“ – წერს საქარიასფორის საიტი. კლუბმა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას აცნობა მანსურ ჩალარის ქმედებაზე და სავარაუდოდ, ფეხბურთელიც სერიოზულ სასჯელს გამოჰკრავს ხელს.

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.