ტურის გოლი: დებიუტიც ასეთი უნდა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველ ტურში ყველაზე ლამაზი გოლი ზურაბ მუსელიანისა იყო. ვიტ ჯორჯიას 19 წლის თავდამსხმელმა გორში დილასთან  გაიტანა: შორიდან ძლიერი დარტყმით. თანაც, მომგებიანი გოლი გამოდგა, ვიტელებმა 1:0 იმარჯვეს. 

მუსელიანისთვის ეს პირველი გოლია ეროვნულ ლიგაში. სადებიუტო მატჩში. შარშანდელ სეზონში ვიტ ჯორჯიას დუბლებში (რანგით მეოთხე ლიგა) უფრო ხშირად თამაშობდა, ხოლო მთავარ გუნდში 11 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.   

 

მუსელიანი 1999 წელს გახლავთ დაბადებული. სხვათა შორის, ასაკობრივ ნაკრებებში არასოდეს უთამაშია.