ჰალეპს ფედერერთან განმარტოება სურს

რუმინელი შვეიცარიელით აღფრთოვანებულია

ახლახანს როჯერ ფედერერი ჩოგბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით კიდევ ერთხელ ჩაეწერა. შვეიცარიელმა ლეგენდამ კარიერაში საიუბილეო მე-100 ტურნირი მოიგო და გახდა მეორე ჩოგბურთელი ვინც ამის გაკეთება შეძლო.

 

სიმონა ჰალეპს 100 ტურნირის მოგებამდე ძალიან ბევრი აშორებს, თუმცა თანამედროვე ჩოგბურთში თავისი მძლავრი სიტყვის თქმა დიდი ხანია მოახერხა. რუმინელმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამად რეიტინგის მეორე ნომერია ისეთი რა თქვა ფედერერის მეუღლეს, მირკა ვავრინეცს წესით უნდა ეეჭვიანა. ჰალეპს ფედერერთან ერთად განმარტოება მოსურვებია.

 

„ვისთან ერთად წავიდოდი დაუსახლებელ კუნძულზე? აუცილებლად როჯერ ფედერერთან. ის არა მხოლოდ კარგი ჩოგბურთელი, არამედ შესანიშნავი ადამიანიცაა. სიამოვნებით გავატარებდი გარკვეულ დროს მასთან ერთად მარტოობაში, რათა გაეზიარებინა თავისი გამოცდილება. ასეთი ადამიანებისგან ბევრი უნდა ისწავლო“ - ამბობს რუმინელი ჩოგბურთელი.