დილამ ლეგიონერებით მოიგო

გორის დილასა და სამტრედიას  შორის გამართული შეხვედრა, მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში, გორის დილამ სამტრედიას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

 

პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლი არ გასულა. შიდა ქართლელები რამდენჯერმე დაემუქრნენ სტუმართა კარს, თუმცა საქმე გოლამდე არ მისულა.

 

ანგარიში მეორე ტიამში გაიხსნა. 61-ე წუთზე ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან ლევან ნონიკაშვილს მიუვიდა, რომელმაც 2 მცველი მოატყუა და გონივრული დარტყმით ილია სტურუას კარი აიღო.

 

მე-2 გოლი ლეგიონერის ანგარიშზეა. 82-ე წუთზე კოვტალიუკის დარტყმული მეკარემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ლეანდრო რიბეირომ დაასწრო და ანგარიში 2:0 გახდა.

 

მატჩს წერტილი სწორედ კოვტალიუკმა დაუსვა. 91-ე წუთზე ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი 3 მცველს გასცდა და მშვენიერი დარტყმით მიმდინარე სეზონში მე-18 გოლი გაიტანა.

 

გორელებმა 56 ქულას მოუყარეს თავი და მე-4 ადგილზე არიან, სამტრედიელები კი 21 ქულით მე-9 პოზიციას იკავებენ.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.