21–წლამდელები: ქართველთა შანსი ცოტა გაიზარდა

საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო უეფამ. 21–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი არა 12, არამედ 16–გუნდიანი იქნება. მონაწილეთა რიცხვი ოთხით მეტი. ასე რომ, საქართველოს შანსიც მცირედით გაიზარდა...

ფინალური ეტაპი ორ ქვეყანაში, უნგრეთსა და სლოვენიაში ჩატარდება 2021 წლის 13–27 ივნისს.

 

წილისყრა უკვე იყო და 53 ნაკრები 9 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველო მეოთხე კალათაში იყო და უმძიმეს ჯგუფში მოხვდა: საფრანგეთთან, შვეიცარიასთან, სლოვაკეთთან, აზერბაიჯანთან და ლიხტენშტაინთან ერთად.

 

გიორგი ცეცაძის გუნდს შესარჩევის პირველი მატჩი 5 სექტემბერს თბილისში ლიხტენშტაინთან ელის, ხოლო ბოლო – გაისად 13 ოქტომბერს ასევე შინ აზერბაიჯანთან.

 

გასვლის პრინციპი: 9 პირველადგილოსანი პირდაპირ გავა, მას დაემატება ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანიც. დანარცენ 4 ადგილს რაც შეეხება, მეორე ადგილზე გასული 8 ნაკრები ფლეი–ოფში გაარკვევს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.