პროგნოზი: რეალი-აიაქსი

პროგნოზი: რეალი-აიაქსი

რეალი-აიაქსი

დრო: სამშაბათი, 4 მარტი, 23:59 საათი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

 

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგა

 

ჰოლანდიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი E ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე გერმანიისა და საბერძნეთის ჩემპიონები შესაბმისად ბაიერნი და აეკი და ლისაბონის ბენფიკა იყვნენ. ამსტერდამელებმა ჯგუფში გამართულ ყველა შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინეს და არცერთი შეხვედრა წაუგიათ, თუმცა მიუნხენელებთან შედარებით ერთით მეტი ფრე ითამაშეს, საბოლოოდ 12 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. აიაქსმა, რომელიც მაღალი შეტევითი პოტენციალით და გახსნილი ფეხბურთით გამოირჩევა, 11 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა.

 

ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა ჯგუფური ეტაპი საკმაოდ უცნაურად ჩაატარა. გუნდი ბოლო ადგილზე გასულ მოსკოვის ცსკა-სთან ორივე შეხვედრაში სუფთა ანგარიშით დამარცხდა (0:1 და 0:3), თუმცა დარჩენილი ოთხივე შეხვედრა მოიგო და დაგროვილი 12 ქულით ლიდერის პოზიცია დაიკავა. ჩემპიონთა ლიგაში მიმდინარე სეზონში რეალის თავკაცობა ხულენ ლოპეტეგიმ დაიწო და სანტიაგო სოლარიმ გააგრძელა, ორივე მწვრთნელის ხელში ერთად, რეალმა 12 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა.

 

რაც შეეხება მერვედფინალური სტადიის პირველ მატჩს, ის ამსტერდამში შედგა და სტუმართა გამარჯვებით - 1:2 დასრულდა.

 

შიდა ჩემპიონატები

 

მადრიდის რეალს საშინაო სარბიელზე ცუდი პერიოდი უდგას, წინა კვირაში გუნდმა უმთავრეს კონკურენტ ბარსელონასთან ორჯერ, სანტიაგო ბერნაბეუზე ითამაშა და ორივე შეხვედრაში მშრალი ანგარიშით დამარცხდა (0:3, 0:1), რამაც ჯერ კოპა დელ რეის ნახევარფინალში ჩარჩენა, ხოლო შემდეგ, ლა ლიგაში მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითება და 12-ქულიანი სხვაობის შექმნა გამოიწვია. სამეფო კლუბს რეალურად ერთადერთი ტურნირის მოგების შანსი აქვს და ეს ჩემპიონთა ლიგაა, რომლის ტიტულსაც ბოლო სამ სეზონში არავის უთმობს. 

 

ამსტერდამის აიაქსს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ჰოლანდიის ჩემპიონატის მოგების შანსი დაუბრუნდა. მოქმედმა გამარჯვებულმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა პსვ ეინდჰოვენმა ძალიან ბევრი ქულა დაკარგა და აიაქსს მხოლოდ ხუთი ქულითღა უსწრებს, თანაც დედაქალაქელებს ერთით მეტი მატჩი აქვთ ჩასატარებელი. გარდა ამისა აიაქსი ჰოლანდიის თასის ფინალშიცაა გასული, სადაც მეტოქედ ვილემ 2 ელოდება. 

 

სათამაშო ფორმა

სერიალი ცუდ ფორმაშია გუნდს ბოლო 4-დან 3 მატჩი წაგებული აქვს, აქედან ორი კი მოსისხლე მტერ ბარსელონასთან.

 

საშინაო არენაზე რეალმა ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო ყველა მათგანი კატალონიურ მოწინააღმდეგესთან (2-ჯერ ბარსელონასთან და ჟირონასთან - 1:2).

 

რეალის მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 11 შეხვედრიდან 10-ში მინიმუმ სამი გოლი გავიდა.

 

ბლანკოსების მიერ საშინაო არენაზე გამართული ბოლო 8 მატჩიდან 6 გოლის გატანა მხოლოდ ერთმა გუნდმა მოახერხა.

 

ჩემპიონთა ლიგაში რეალის მიერ ჩატარებული ბოლო 33 მატჩიდან 30 ში მინიმუმ სამი გოლი გავიდა.

 

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე რეალმა ბოლო 16 შეხვედრიდან 13 მინიმუმ ორი გოლი გაიტანა.

 

აიაქსმა ბოლო სამი მატჩი გამარჯვებით დაასრულა, თანაც ისე, რომ მეტოქეებს მინიმუმ სამი გოლი გაუტანა.

 

აიაქსის მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან 9-ში მინიმუმ 4 გოლი გავიდა. 

 

ამსტერდამულ კლუბს სტუმრად ჩატარებული ბოლო 15 შეხვედრიდან 11 მოგებული, 2 კი წაგებული აქვს.

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს სულ 9-ჯერ დაუპირისპირდნენ, პირველი ორი მატჩი აიაქსმა მოიგო, მას მერე კი რეალს ასპროცენტიანი შედეგი აქვს.

 

ბოლო შვიდ მატჩში რეალმა აიაქსს მინიმუმ 2 გოლი გაუტანა. 

 

გუნდებს ფრე არასდროს უთამაშიათ.

 

გუნდების 9 შეხვედრიდან 6-ში გოლის გატანა მხოლოდ ერთმა მეტოქემ მოახერხა.

 

6 მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

დანაკლისი

რეალი: ლორენტე, რამოსი.

 

აიაქსი: ბანდე, ეიტინგი, მაგალანი.

 

სავარაუდო შემადგენლობა

რეალი: კურტუა (მეკარე); კარვახალი, ვარანი, ნაჩო, რეგილონი (მცველები); კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი (ნახევარმცველები); ვინიციუსი, ბენზემა, ვასკესი (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი (არგენტინა).

 

აიაქსი: ონანა (მეკარე); მაზრაუი, დე ლიგტი, ბლინდი, ტალიაფიკო (მცველები); დე იონგი, შონე, ნერეში, ვან დე ბეეკი, (ნახევარმცველები); ტადიჩი, ზიეჩი. (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი (ჰოლანდია).

 

პროგნოზი

მადრიდელებს გამარჯვება სწყურიათ. ბოლო კვირებმა აჩვენა, რომ სანტიაგო სოლარის გუნდს ამ სეზონში ერთადერთი ტურნირის მოგების მეტ-ნაკლებად რეალური შანსი დარჩა და ეს ჩემპიონთა ლიგაა. თანაც მადრიდელები ცალი ფეხით მეოთხედფინალში არიან.

 

აიაქსი იოლი მოწინააღმდგე არ არის და ეს პირველ დაპირისპირებაშიც კარგად გამოჩნდა. დიდი ალბათობით, ორივე გუნდი შეუტევს და გაიტანს კიდეც, მატჩი კი ფრედ დასრულდება.

 

მატჩი ფრედ დასრულდება @4.15

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.45