ასენსიოში 120 მილიონს იხდიან

მადრიდის რეალს მაცდურ წინადადებას შესთავაზებენ. 

მარკოს ასენსიომ შესაძლოა რეალი დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისით მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება. აქვე გეტყვით, რომ გერმანელები მზად არიან ბლანკოსის შემტევში 120 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამის შესახებ Don Ballon-იდან ვიგებთ.

 

გუნდის დატოვებაზე წესით თავად ფეხბურთელიც უნდა ფიქრობდეს. ამ სეზონში ასენსიოს საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, რაც მისი უკმაყოფილების მიზეზია. ფეხბურთელი ძირითადად სათადარიგოთა სკამზე რჩება ხოლმე და თამაშში მეორე ნახევრიდან ერთვება. მიმდინარე სეზონში მარკოსმა 33 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

 

22 წლის ფეხბურთელი რეალის ღირსებას 2016 წლის ზაფხულიდან იცავს. ბლანკოსთან ერთად მან ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა (2), უეფას სუპერთასი (2) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (3) მოიგო.  




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.