უმცროსებს მსოფლიოსთვის ფრანგები მოამზადებენ

საქართველოს 20 წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებიც 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი „მსოფლიო რაგბის“ 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, 6 და 10 მარტს თბილისში საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებს ამხანაგურად შეხვდებიან.

 

ფრანგები უკვე თბილისში არიან და მომავალი შეხვედრებისთვის აქ ემზადებიან. აღსანიშნავია, რომ მათ შარშანაც ვეთამაშეთ და  შინაურ კედლებში პირველ მატჩში მასპინძლებმა მცირედით იმარჯვეს (24:19), მეორე ჯახი კი ქართველმა მორაგბეებმა 14:0 მოიგეს.

 

წელს ფრანგები ამხანაგური მატჩების გასამართად თავად გვეწვივნენ. შეხვედრები „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე გაიმართება და 6 მარტს თამაში 16 საათზე, ხოლო 10 მარტს 14 საათზე დაიწყება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.