ნაინგოლანი: ვთქვი და მორჩა

რაჯა ნაინგოლანი ნაკრებს დაემშვიდობა

ინტერის ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა განაცხადა, რომ ბელგიის ნაკრებში აღარ დაბრუნდება.

 

"ადრეც ვთქვი, თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წამიყვანდნენ, ნაკრებში ჩემი ფეხი აღარ იქნებოდა. ჩემს სიტყვას შევასრულებ. თუ მწვრთნელი შეიცვლება? არა. რადგან გადაწყვეტილება მივიღე, ეს საბოლოოა.

 

...ახლა ინტერში ვთამაშობ და ამ გუნდში ყველაფერი მომწონს".

შეგახსენებთ, ბელგიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მარტინესმა თქვა, რომ ნაინგოლანი ტაქტიკური თვალსაზრისით არ იახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე.