ციკლოპი ციბონასთან

გოგა ბითაძის 28 ქულა 28 წუთში

გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგაში 28 ქულით პირადი რეკორდი გაიმეორა. სერბული “მეგა ბიმაქსის” ქართველი ცენტრი შეუჩერებელი იყო ხორვატიული “ციბონას” წინააღმდეგ მატჩში, რომელშიც დიდ ბრძოლაში – 82:80 ბითაძის გუნდმა იმარჯვა.

 

ქართველი ლეგიონერი, რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28:50 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ გოგამ 24 ქულა მატჩის მეორე ნახევარში ჩააგდო, მთლიანობაში კი 28 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 პასი დააგროვა.  

 

ბითაძემ 13-დან 9 ორქულიანი და 14-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 10-ჯერ დაარღვიეს. ქართველი გოლიათის სარგებლიანობის ინდექსმა 34 ერთეული შეადგინა და ის ამ მატჩის MVP ხომ გახდა და დიდი შანსია, ტურის საუკეთესოდაც დაასახელონ.

 

“მეგა ბემაქსმა” 7 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” ჩამორჩება, რომელიც ჯერაც წაუგებელია. სერბულ კლუბს მომდევნო შეხვედრა 10 დეკემბერს, სტუმრად, ევროლიგის მონაწილე მონტენეგროს “ბუდუჩნოსტთან” ელის.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.