სელფი და სხვა

 ნეტავ, ბეილის ჩინეთი სად იქნება? ალბათ ამერიკაში

 

ამ კვირაში რაღაც ამბები კი მოხდა. მარიო ბალოტელიმ გოლი გაუტანა სენტ ეტიენს და მარსელის ველოდრომის თვალწინ მინდვრისპირა ოპერატორს წინდაწინვე მიბარებული თავისი აიფონი გამორთვა, ზეიმი სელფურად გადაიღო და იქვე ატვირთა, ინსტაგრამზე. პირველი შემთხვევაა ფეხბურთში.

 

 მგონი, ისიც პირველი შემთხვევაა, რომ ერთი გუნდის მოთამაშეს თამაშის მსვლელობისას მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი დაეჭრას ბასრი საგნით, რომელიც საბოლოო ჯამში საპარსად ჩაითვალა.

 

 ეს მოხდა თურქეთის მესამე ლიგაში, სადაც საქარიასპორი ამედსფორს სტუმრობდა. გარემო იმდენად დაძაბული იყო,რომ ამედსფორის ერთი ფეხბურთელი თამაშის დაწყებამდე გააძევეს: მოთელვაზე აუშარდა სტუმრებს.მერე ატყდა ჩხუბი, რის შემდეგაც მოთამაშეთა ეს მიჭრა-მოჭრა-დასერვა გამჟღავნდა, თუმცა, ამედსფორმა ყოველივე უარყო.

 

 

 საქმის არსი კი პოლიტკურია: ამედსფორი დიარბექირის გუნდია, ეს კი თურქეთის ქურთების მთავარი ქალაქია. ჰოდა, ეს მეორე წრის თამაში იყო, პირველ წრეში,  საქარიასფორის მინდორზე, ანატოლიის პატარა ქალაქ ადაპაზარში, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მხარდაჭერითაა ცნობილი, ამედსფორი თურქული ჯარის განმადიდებელი სიმღერებით შეურაცხყვეს, თანაც სწორედ იმ დროს, როცა თურქეთის ჯარი სირიელ ქურთებს უტევდა. ორი წლის წინათ თურქეთის ჯარი დიარბექირში შევიდა, იქ კომენდანტის საათი გამოაცხადა და ქურთების მუშათა პარტიის ხალხის ძებნის ოპერაციებით ომის ბუღი დააყენა. ასე რომ, საპარსის ხმარება გასაკვირი არაა.  ფეხბურთი რა შუაშია, თორემ ამბავი გასაგებია.

 

 

კიდევ ის მოხდა, რომ ბარსელონასთან მორიგი საშინაო მარცხისას, 61-ე წუთზე, გარეთ ბეილი შეცვალეს და ბერნაბეუმ მას უსტვინა. ამან დამკვირვებლები ჩააფიქრა,  ბეილი მიდისო, თუმცა, უელსელის წარმომადგენელმა ჯონათან ბანრეტმა ეს ამბავი უარყო, რეალის გულშემატკივრების საქციელს კი სამარცხვინო უწოდა. მაგათ რაიმეს გაგება რომ ჰქონდეთ, გარეთს ფეხები უნდა უკოცნონო - დააზუსტა ბარნეტმა და დაგვაიმედა, რომ ბეილი  საკმაოდ ასატანად ლაპარაკობს ესპანურად და არსად აპირებს წასვლას, ამ სეზონში ცამეტი გოლი გიატანა და მისით უკმაყოფილობა სრულიად გაუგებარიაო. ჭორის და ეგებ სტვენის საფუძველი კი მეკარე ტიბო კურტუას ინტერვიუს ფრაზა გამოდგა:  ბეილი ეგრეც ვერ შეეგუა. ესპანურ ცხოვრების წესსო, რაც ჭკუასთან ახლოა, რადგან ბრიტები ამაში ფრიადოსნები არიან.

 

 

რეალი რომ წელს არ ვარგა, ცხადია.  ლუკა მოდრიჩი ამბობს, რომ კლუბმა რონალდოს გოლების შემცვლელი გოლები ვერ  იპოვნა. რონალდო სადაცაა, ამ უქმეებზე იქაც  ერთი ამბავი იყო, იუვემ ნეაპოლში გაიმარჯვა წითელბარათებიან და გაფუჭებულპენალტიან თამაშში და მისი დამწევი ვინღაა, ვერ იტყვი.

 

მოხდა კიდევ ის, რომ ფეიენოორდში მოთამაშე ოცდათხუთმეტი წლის ჭაღარა რობინ ვან პერსიმ ჰეთ თრიკი შეასრულა და ორასიან ნიშნულს გადასცდა.

 

 

ჰო, და უკულულოებო მარუან ფელაინი, უკვე ჩინეთშია და ეგრევე გაიტანა გამარჯვების გოლი. შანგდონგ ლუნენგში თამაშობს. სამწლიანი აქვსო, თუმცა იქედან გამოქცეულები უფრო მაგრებიც გვინახავს, მაგრამ ეს არ მგონია გამოიქცეს. მგონი, ასეთი რამეები სწორია ხოლმე. აქ იმაზე უკეთესს ვერაფერს ითამაშებ, რაც აქამდე გითამაშია და იქ თვალსაც ახარებ და ყურსაც. ნეტავ, ბეილის ჩინეთი სად იქნება? ალბათ ამერიკაში.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.