პროგნოზი: პორტუ-რომა

პროგნოზი: პორტუ-რომა 

პორტუ-რომა

დრო: ოთხშაბათი, 6 მარტი, 23:59

მსაჯი: ჩუნეით ჩაქირი (თურქეთი, 42)

სტადიონი: დრაგაუ (პორტო, პორტუგალია) 

 

 

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგა

 

მერვედფინალამდე მოსასვლელი გზა გუნდებმა განსხვავებულად განვლეს. რომამ ჯგუფი 9 ქულით და 3 წაგებით დაასრულა. ჯალოროსომ პირველადგილოსნის სტატუსი ტურნირის ბოლო სამი სეზონის გამარჯვებულ მადრიდის რეალს დაუთმო, სამეფო კლუბმა რომაელებს ორივე შეხვედრა მოუგო. რაც შეეხება პორტუს, პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონი შედარებით იოლ და დაბალანსებულ ჯგუფში მოხვდა. მეტწილად, სწორედ ამის დამსახურება იყო ის, რომ დრაკონებმა არცერთი შეხვედრა წააგეს, 5 მოგებითა და 1 ფრით 16 ქულა დააგროვეს, ჯგუფი კი გამარჯვებულის სტატუსით დაასრულეს. ჯგუფურ ეტაპზე რომაელებმა 11 გოლი გაიტანეს და 8 გაუშვეს, მაშინ როდესაც პორტუს მაჩვენებელი ასეთი იყო - 15:6.

 

პლეიოფში გუნდები ერთმანეთს რომში დაუპირისპირდნენ და იქ მასპინძლებმა - 2:1 იმარჯვეს.

 

შიდა ჩემპიონატები

 

წინა ტურამდე მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა, თუმცა საშინაო არენაზე, ლისაბონის ბენფიკასთან უპრინციპულესი შეხვედრა (1:2) წააგო და მეორე ადგილზე ჩამოინაცვლა. ამჟამად, პორტუს 57 ქულა აქვს, ბურთების შეფარდება კი ასეთია - 48:18. დრაკონები გამოსვლას პორტუგალიის თასზეც აგრძელებენ, რომლის ნახევარფინალშიც ბრაგასთან პირველი მატჩი - 3:0 მოიგეს და ფინალის საგზური ფაქტობრივად გაინაღდეს. 

 

რომა იტალიის სერია ა-ს პირველ წრეში არასტაბილურად გამოიყურებოდა და ლიდერთა ზონიდან საკმაოდ მოშორებით იმყოფებოდა, თუმცა ამჟამად, ჯალოროსოს მონაგარი 44 ქულას და მეხუთე სატურნირო პოზიციას ითვლის, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ ინტერთან ჩამორჩენა კი 3 ქულას უდრის. ბოლო მატჩი მგლებმა 2 თებერვალს გამართეს და ლაციოსთან სტუმრად, პრინციპული დერბი წააგეს (0:3). რომა იტალიის ფარგლებში სხვა ტურნირზე აღარ გამოდის, თასზე ასპარეზობა ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა ფიორენტინასთან - 1:7 განადგურების შემდეგ შეწყვიტა.

 

სათამაშო ფორმა

პორტუმ ყველა ტურნირზე ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო.

 

პორტუს მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან 4-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

პორტუმ ბოლო ხუთი შეხვედრიდან 4-ში მეტოქეს მინიმუმ 2 გოლი გაუტანა. 

 

პორტუს საშინაო არენაზე გამართული ბოლო 19 მატჩიდან მხოლოდ და მხოლოდ 2 წააგო (ერთი ლიგის თასზე), 14-ში კი გამარჯვებას მიაღწია.

 

ჩემპიონთა ლიგაში პორტუს მიერ ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

ლაციოსთან მძიმე მარცხით რომამ 5-მატჩიანი წაუგებელი და 4-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

 

რომას მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 შეხვედრიდან 9-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

ჩემპიონთა ლიგაში რომას ბოლო 11 შეხვედრიდან 10-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა.

 

რომამ მეტოქის მოედანზე ჩატარებული ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოიგო.

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს სულ სამჯერ შეხვდნენ და სამივე მატჩი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართა. პირველი შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა, იმავე სეზონში, რომში გამართული მატჩი სტუმრებმა - 2:1 მოიგეს, ამ ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ მატჩში კი რომამ - 3:0 იმარჯვა.

 

ფაქტები მატჩის შესახებ

ეს რომას ისტორიაში მეხუთე შემთხვევაა, როცა გუნდი მერვედფინალში გავიდა, ¼-ფინალს კლუბმა ორჯერ უწია (მათ შორის წინა სეზონში).

 

რომა ერთადერთი იტალიური გუნდია, რომელიც განმეორებით შეხვედრას უპიერატესობით ხვდება.

 

22 თებერვალს, ტონდელას წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (3:0) პორტუს ნახევარმცველმა ბრაჰიმმა კლუბის შემადგენლობაში უკვე მე-200 მატჩი ჩაატარა.

 

პორტუს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში 16 გოლი აქვს გატანილი, აქედან 5 მარეგას ანგარიშზეა, რომელმაც ამ შედეგის დაფიქსირება ბოლო ექვს მატჩში შეძლო.

 

დანაკლისი

პორტუ: აბუბაქარი, ჟორჟე.

რომა: იუნდერი, ბიანდა, მანოლასი.


სავარაუდო შემადგენლობა

პორტუ: კასილასი (მეკარე); ტელესი, პეპე, ფელიპე, მილიტაო (მცველები); ბრაჰიმი, ერერა, პერეირა, კორონა (ნახევარმცველები); სოარეში, მარეგა (თავდამსხმელები). (4-4-2).

მთავარი მწვრთნელი: სერჟიო კონსეისაო (პორტუგალია).

 

რომა: ოლსენი (მეკარე); ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი (მცველები); კრისტანტე, როსი, პელეგრინი (ნახევარმცველები); ძანიოლო, ჯეკო, ელ შარავი (თავდამსხმელები). (4-3-3).

მთავარი მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო (იტალია).

 

პროგნოზი

მასპინძლებს ხელს მინიმალური სხვაობით - 1:0 გამარჯვება აძლევთ, თუმცა ძნელი სავარაუდოა, რომ რომა ამ ანგარიშს შეეგუოს. დიდი ალბათობით, მასპინძლები ამ შეხვედრას არ წააგებენ, მაგრამ გოლის გატანას ორივე გუნდი მოახერხებს.

 

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.65

პორტუ არ წააგებს @1.30

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @1.77




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.