ტოტენჰემმა ამჯერად ერთი იკმარა

დეზებმა კეინის გოლით გაიმარჯვეს

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ტოტენჰემი დორტმუნდს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. წინა მატჩი ლონდონელებმა 3:0 მოიგეს და ცალი ფეხით 1/2 ფინალში იყვნენ. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა, თუმცა პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

 

მეორე ნახევარი ისე დაიწყო ინგლისელები უკეთესს ვერც ინატრებდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში გერმანელებმა უხეში შეცდომა დაუშვეს, რის შედეგადაც კეინი ერთი ერთზე აღმოჩნდა და დორტმუნდელთა კარი აიღო.

 

ამის შემდეგ დორტმუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ლუსიან ფავრის გუნდს დეზებისთვის 5 გოლი უნდა გაეტანა. მიუხედავად ამისა გერმანელები არ დანებებულან და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა მეტოქის კარი ვერ აიღეს. სიგნალ იდუნა პარკის ბინადრებს ახლა ისღა დარჩენიათ მთელი ყურადღება ბუნდესლიგისკენ გადაიტანონ და შიდა ჩემპიონატში შეეცადონ წარმატების მიღწევას.