No.10

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალექს დელ პიერო ამჟამად 44 წლისაა, ლოს ანჯელესში ცხოვრობს და მძიმე შრომის შემდეგ, ცხოვრებით ტკბება. შარშან 4.7 მილიონ გირვანქად ბელ ეირში სახლი იყიდა. მისი მეზობლები ჯეკ ნიკოლსონი, სილვესტერ სტალონე, ჯენიფერ ლოპესი და როდ სტიუარტი არიან.

დელ პიეროს შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა, 2006 წელს „სკუადრა აძურასთან“ ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იუვენტუსის შემადგენლობაში კი ექსჯერ მოიგო სერია A-ს ტიტული, 1996-ში ჩემპიონთა ლიგაში იზეიმა გამარჯვება. მაგრამ ტიტულების გარდა ის გასაოცარი ტექნიკის გამო უყვარდათ. 

ახლა ალექსმა დასავლეთ ჰოლივუდში იტალიური რესტორანი გახსნა სახელწოდებით: No.10. რესტორანი მრავალფეროვანი მენიუთი გამოირჩევა, სადაც მრავლადაა ნაირგვარი ხორცეული და ზღვის პროდუქტები. მენიუში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პიცა No.10-ს, რომელსაც დელ პიერო ზოგჯერ თავად სთავაზობს ხოლმე სტუმრებს. 

 

საფეხბურთო კლუბმა LA10 FC-მა ხელმძღვანელობამ კი სიამაყით განაცხადა, რომ მათი ფარული ინვესტორი დელ პიეროა. გუნდი იუვენტუსის მსგავსად შავ-თეთრ ფორმებში თამაშობს. ჯერჯერობით ქვედა ლიგაშია, მაგრამ ბოლო დროს პროგრესი აშკარაა. ყოველთვის ვოცნებობდი პატარა საფეხბურთო გუნდზეო - წერს დელ პიერო საკუთარ ვებ - გვერდზე.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მას სამი საფეხბურთო აკადემიაც აქვს აშშ-ში, ორი ლოს ანჯელესში და ერთიც - ნიუ იორკში. იქ 6-დან 16 წლამდე ბავშვები ევროპული ფეხბურთის საიდუმლოებებს ეუფლებიან.

ალექსს ძალიან უყვარს ელიტასთან ერთად დროსტარება, ამიტომ, ხშირად ნახავთ ჯულია რობერტსთან, ჯონი დეპთან, არნოლდ შვარცენეგერთან... მასთან ხშირად სტუმრობდა ცხონებულ კობი ბრაიანტი...

 


მის ახალ სახლს ხუთი საძნიბელი და ექვსი აბაზანა აქვს, ხოლო შენობაში შესვლისას ხვდებით დარბაზში, რომლის ჭერის სიმაღლე 6 მეტრია. აქვს საკუთარი კინოთეატრი. ეზოში კი დიდი ლამაზი ბაღი აუზით და სპა-თი. ხედი ოკეანეზე გადის.

ეს კონდომიუმი ოთხი თვის განმავლობაში  იყიდებოდა უძრავი ქონების სააგენტოში. დელ პიერომ მასში 4,7 მილიონი გირვანქა გადაიხადა, რაც 150 ათასით ნაკლებია საწყის ფასზე. მიკლედ, სახლი ზედგამოჭრილია ისეთი ელიტარული სტუმრებისთვის, როგორებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

ინსტაგრამში ალექსს ხშირად უყვარს თავისი მეუღლის, სონიასა და შვილების, დოროთეას, ტობიასისა და საშას ფოტოების გამოფენა.