დიბალა ინგლისშიც მოინიშნეს

არგენტინელს ამჯერად ბრიტანული გრანდი იწვევს. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს 25 წლის ფეხბურთელი

პაულო დიბალამ კარიერა შესაძლოა პრემიერლიგაში გააგრძელოს. The Sun-ის ინფორმაციით, მისი გადაბირება მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას სურს. ცნობილია, რომ წითელი ეშმაკები მას რომელუ ლუკაკუს შემცვლელად მიიჩნევენ. აქვე გეტყვით, რომ სულშერის გუნდი მზადაა მიზნის მისაღწევად 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

 

ლუკაკუზე კი გეტყვით იმას, რომ სასურველ კონდიციებში აშკარად ვერაა და დიდი ალბათობით ზაფხულში გუნდს დატოვებს. მანკუნიელებმა იგი 2017 წლის ზაფხულში ევერტონიდან დაიმატეს და მოლოდინს ჯერ-ჯერობით ვერ ამართლებს.

 

რაც შეეხება დიბალას, მანჩესტერის გარდა მისით არაერთი გუნდი ინტერესდება. პსჟ, ლივერპული, რეალი და ბაიერნი იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელთა მესვეურებსაც პაულოს შეძენა სურთ.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ვარსკვლავმა 32 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.