სუარესმა აიაქსს მიულოცა

ბარსელონას თავდამსხმელმა ყოფილი კლუბის გამარჯვება აღნიშნა 

 

ბარსელონას ცენტრალურმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ყოფილ კლუბ ამსტერდამის აიაქსს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, მადრიდის რეალთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება მიულოცა.  

 

„გილოცავთ! მე მუდამ აიაქსელად ვრჩები“.-დაწერა ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა Twitter-ზე.

 

 

სუარესის პირველი ევროპული კლუბი სწორედ ამსტერდამის აიაქსი იყო, რომელშიც 2007-დან 2011 წლამდე გამოდიოდა და 159 ჩატარებულ შეხვედრაში 111 გოლის გატანა მოახერხა. ჰოლანდიის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთად 32 წლის შემტევმა ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგო და ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

 

პირველი მატჩი ამსტერდამში, ბლანკოსთა გამარჯვებით - 2:1, საპასუხო შეხვედრა კი მადრიდში, აიაქსმა - 4:1 მოიგო და ¼-ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ 1995 წლის შემდეგ, აიაქსმა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის შეხვედრაში 4 გოლის გატანა პირველად მოახერხა, მაშინ ჰოლანდიელებმა ნახევარფინალში, ბაიერნი - 5:2 დაამარცხეს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.