ბაიერნი ახალ კონტრაქტს ამზადებს

რეკორდმაისტერებს ლიდერი არ ეთმობათ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა რობერტ ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ The Bild-იდან ვიგებთ,

 

პოლონელს ბაიერნთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, რეკორდმაისტერებს კი მასთან ურთიერთობის გაგრძელება 2023 წლის ზაფხულამდე სურთ. არახალია, რომ შემდეგი სეზონიდან ტიმო ვერნერი ბაიერნში გადავა, მიუხედავად ამისა გერმანელებს რობერტის შენარჩუნება მაინც სურთ, რათა გუნდში კონკურენცია იყოს.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიური საუბრები მიდიოდა ლევანდოვსკის ბაიერნიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით. მისი გადაბირება ყველაზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედსა და მადრიდის რეალს სურდათ.

 

ლევანდოვსკი ბაიერნში 2014 წლის ზაფხულში დორტმუნდიდან გადავიდა. მალევე იგი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდებშიც მოიხსენიება. მიმდინარე სეზონში მეცხრე ნომერმა 33 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.