პოჩეტინოს არ აპატიეს

ტოტენჰემის მწვრთნელი ტრიბუნაზე გადაინაცვლებს

ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო 2 მატჩით დასაჯეს. ინგლისური კლუბის ფანები ნუ შეშინდებით. საქმე არა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებს, არამედ პრემიერლიგის მატჩებს ეხება.

 

 

ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურში, რომელშიც ტოტენჰემი სტუმრად ბარნლისთან 1:2 დამარცხდა, პოჩეტინომ თავი ვერ შეიკავა და მატჩის არბიტრს მაიკ დინს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ არგენტინელი სპეციალისტი ამ აყალმაყალის გამო 2 მატჩიანი დისკვალიციკაციით და 10 ათასი ფუნტით დასაჯა.

 

მაურისიო პოჩეტინო, საუთჰემპტონთან და ლივერპულთან ტოტენჰემის უეხლოეს ორ დაპირისპირებაში ტრიბუნაზე მოკალათდება.