ენდი მარი: ტკივილი გაქრა

ბრიტანელ ჩოგბურთელს კორტზე დაბრუნება სურს

შოტლანდიელი ჩოგბურთელი, ახლო წარსულში რეიტინგის პირველი ნომერი ენდი მარი ქამბექისთვის ემზადება. წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს მისი ბოლო ტურნირი ყოფილიყო. მარიმ პირველ წრეში ბაუტისტა-აგუტთან წააგო და მას მატჩის შემდეგ გამოსამშვიდობებელი ვიდეოც მიუღძვნეს.

 

მელბურნში მარიმ აღნიშნა, რომ მას ბარძაყზე კიდევ ერთი ოპერაციის გადატანა მოუხდებოდა, შემდეგ კი მოვლენების განვითარებას დაელოდებოდა. როგორც ჩანს რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდის და ბრიტანელ ჩოგბურთელსაც კორტზე დაბრუნების იმედი აქვს.

 

„რეაბილიტაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ახლა ლოდინის გარდა არაფერი დამრჩენია. რაც მთავარია ტკივილი გაქრა და კორტზე სიამოვნებით დავბრუნდებოდი“ - უთხრა ენდი მარიმ Sky Sport-ს.

 

სეზონის დასაწყისში ენდი მარიმ ისიც თქვა, რომ უიმბლდონზე გამოსვლას გეგმავს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.