სიონმა დინამოს ლამაზად შემოუტრიალა

სიონმა ბოლნისში დაბრუნება დინამოსთან მოგებით აღნიშნა

ეროვნული ლიგის მეორე ტურში, ბოლნისის სიონმა თბილისის დინამოს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისელებმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ მეტოქეს მშობლიურ ქალაქში უმასპინძლეს.

 

შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო თბილისელთა უპირატესობით დაიწყო, რამაც შედეგი მალე გამოიღო. 27-ე წუთზე ლევან შენგელიას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დმიტრო ივანესენიამ თავით შეაგდო.

 

პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. მონხილის უხეში შეცდომის შემდეგ ბურთით კირკიტაძე დარჩა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა, შემდეგ თარხნიშვილს უპასა, მეშვიდე ნომერი კი გუჯა რუხაიამ წააქცია. მსაჯმა უმალ 11 მეტრიანი დანიშნა, დინამოს კაპიტანს კი პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. პენალტის ნიშნულთან ჯაბა უგულავა მივიდა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.

 

მეორე ნახევარი ბოლნისელთა უპირატესობით დაიწყო. თემურ შალამბერიძის შეგირდებმა თავიდანვე აქტიურად შეუტიეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. სათქმელია, რომ სიონის შეტევებს ძირითადად სერხიო ნოჩე ანეიტრალებდა. ესპანელ ლეგიონერზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დინამოსთვის მშვენიერი დანამატია. იგი მოედანზე უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

 

გამარჯვების გოლი ვილი ისიანის ანგარიშზეა. 69-ე წუთზე კირკიტაძემ მას მშვენიერი გადაცემა გაუკეთა და 24-ე ნომერმა ლამაზი დარტყმით გაიტანა. ამის შემდეგ დინამო ბევრს ეცადა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.