18–წლამდელების ფრე ავსტრიაში

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად ავსტრიასთან და 1:1 ითამაშა.

გიორგი მიქაძის გუნდმა პირველი ტაიმი თორნიკე მორჩილაძის პენალტით მოიგო, თუმცა შეეძლო 2:0 წაეყვანა ანგარიში: მორჩილაძემ მეორე პენალტი გააცუდა. წესების დარღვევა ჯერ ცოტნე ბენდიანიშვილის წინააღმდეგ დაფიქსირდა, მეორედ კი ლაშა კვარაცხელია მოცელეს.

 

მასპინძლებმა მეორე ტაიმში შორიდან დარტყმულით შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

 

საქართველო: კაპანაძე, ჭინჭარაული, იაკობიძე, ერაძე, მორჩილაძე, კვარაცხელია, დევდარიანი, ოსიყმაშვილი, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, ომარაშვილი.

 

შეცვლაზე შევიდნენ: ხორავა, მირზიკაშვილი, ლომინაძე, ოგბაიძე, ტორონჯაძე, კოკაია, ხვედელიძე, ქოჩაკიძე.

 

ორი მატჩი იყო ავსტრიასთან: შეგახსენებთ, პირველ შეხვედრაში მიქაძის გუნდმა 0:1 წააგო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.