ბასილაშვილის უცნობი მეტოქე

ქართველი ჩოგბურთელი ინდოელით იწყებს

მზიან კალიფორნიაში, კერძოდ კი ინდიან უელსში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები შეიკრიბნენ და მასტერსის მოსაგებად იბრძოლებენ, რომლის საპრიზო ფონდიც (ქალები, კაცები) ჯამში 18 მილიონი დოლარია.

 

ოკეანისგაღმაა ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელიც კარიერაში პირველად რეიტინგის მე-18 ნომერი გახდა და შესაბამისად აღნიშნულ მასტერსზეც განთესილთა შორის მოხვდა. ქართველი მეჩოგნე ტურნირზე მე-17 ნომრად არის განთესილი და შეჯიბრს მეორე წრიდან იწყებს, მანამდე კი ყველანი მეტოქის მოლოდინში ვიყავით.

 

 

წესით და რიგით, ბასილაშვილის მოწინააღმდეგე ბენუა პერი უნდა ყოფილიყო, რადგან ძნელად სავარაუდო იყო რომ ის ინდოელ პრანეშ გუნესვარანთან წააგებდა. სწორედ ამ წყვილის გამარჯვებულს ელის ქართველი ჩოგბურთელი. ინდოელმა ჩოგბურთელმა, რომელიც რეიტინგის 97-ე ნომერია, ბენუა პერს სენსაციურად მოუგო და ბასილაშვილთან თამაშის უფლება მოიპოვა.

 

ნიკოლოს ბასილაშვილს ინდიან უელსში ქულები დასაცავი არ აქვს, რადგან შარშან ტურნირს სტარტზევე გამოეთიშა. ამიტომაც, მას  მშვენიერი შანსი აქვს წინ წაიწიოს, რამეთუ ინდოელ ჩოგბურთელთან უპირობო ფავორიტად ითვლება. 

 

ქართველი და ინდოელი ჩოგბურთელების დაპირისპირება 9 მარტს, 23:00 საათზე არის ჩანიშნული, თუმცა მატჩის დაწყების დრო შესაძლოა შეიცვალოს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.