უმცროსებმა ბოლომდე იბრძოლეს

საქართველო 22-27 საფრანგეთი

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად (მეორე) ნაკრებს სამი ლელო გაუტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სტუმრებმა 27:22 იმარჯვეს. 

 

მოსამზადებელ ეტაპზე ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი მატჩი მაღალი დონის მეტოქესთან. თბილისში სტუმრად მყოფ საფრანგეთის 20 წლამდელთა განვითარებად ნაკრებს მეორედ ოთხ დღეში, 10 მარტს კვლავ „ავჭალაზე“, 14 საათზე ვეთამაშებით. 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნები თამაშებს ასევე 4-დღიანი ინტერვალებით ჩაატარებენ და ეს იქნება ერთგვარი რეპეტიცია ოფიციალური ტურნირის წინ. 

 

 

აღსანიშნავია, რომ ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები, განვითარებად საფრანგეთს შარშანაც ეთამაშნენ. მაშინ შეხვედრები „მარკუსიზე“ ჩატარდა და პირველი მატჩი მასპინძლებმა მაშინაც 5 ქულით მოიგეს (24:19), განმეორებით შეხვედრაში კი რევანში შედგა და საქართველომ 14:0 იმარჯვა. 

 

საფრანგეთთან მატჩში მწვრთნელებმა საქმეში 26 მორაგბე ნახეს და მათმა უმრავლესობამ, ამ ასაკში ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ პირველად ითამაშა. იგრძნობოდა შეთამაშების პრობლემა და ჩვენმა მორაგბეებმა უნებლიე შეცდომები მრავლად დაუშვეს, რის გამოც შეტევაში ბურთი რამდენჯერმე დაკარგეს. იყო კარგი მომენტებიც, რომლებითაც ტრიბუნაზე შეკრებილი 1000-ზე მეტი მაყურებელი კმაყოფილი დარჩა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.