ექსპრესი, სახელად დორტმუნდი

საოცარი სეზონი აქვს დორტმუნდს. გოლუხვი, თრილერებით სავსე. ლუსიენ ფავრის გუნდმა ამჯერად მაინცს სძლია ბუნდესლიგაში (2:1)

დორტმუნდი ლიდერობს და მთელი 9 ქულით უსწრებს მიუნხენის ბაიერნს.

ერთი თავისებური რეკორდიც დაამყარეს რურელებმა: 12 ტურში 15–მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი. 12 ტური კი არა, მთლიანად პირველ წრეში (17 ტურში) გაეტანოს ერთი გუნდის ამდენ მოთამაშეს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

მე–15 იყო პოლონელი ლუკას პიშჩეკი, რომელმაც გუშინ ბრწყინვალე გოლი მიითვალა.