საქართველო გერმანიას ქუთაისში დაუხვდება

გერმანიის ნაკრები ქუთაისში პირველად გვეწვევა

ბრიუსელში ბელგიის 46:6 დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე წლის მეოთხე მატჩისთვის ემზადებიან, რომელსაც ქუთაისში, 10 მარტს 16 საათზე გერმანიასთან გამართავენ.

 

მატჩზე დასასწრები ბილეთები, რომელთა ფასი 10 ლარია, "აია არენას" სალაროებში (11-იდან 19 საათამდე) და ონლაინ შემდეგ მისამართზე იყიდება - www.TKT.GE/Rugby

 

ბორჯღალოსნებს აქამდე ქუთაისში სამჯერ უთამაშიათ და სამი გამარჯვება აქვთ. ნაკრებმა არსებობის ისტორიაში თავისი პირველი მატჩი 1989 წელს სწორედ ამ ქალაქში გამართა და ზიმბაბვეს 16:3 მოუგო; 2005 წელს გუნდმა ერთა თასზე (ახლანდელი რაგბი ევროპა) ჩეხეთს უმასპინძლა და 75:10 გამარჯვებით, თასი შემართა; შარშან კი რაგბი ევროპის პირველ შეხვედრაში ბელგია „აია არენაზე“ მიიღო და 47:0 დაამარცხა.

 

გერმანიის ნაკრები ქუთაისში პირველად გვეწვევა, აქამდე კი ამ გუნდს 7-ჯერ შევხვდით და ყველა ჯერზე დავამარცხეთ - სამჯერ სტუმრად, ორჯერ „ბორის პაიჭაძეზე“, თითოჯერ კი „ავჭალასა“ და რუსთავში.

 

ყველაზე დიდი სხვაობა 2010 წელს „ბორის პაიჭაძეზე“ დაფიქსირდა - 77:3, შარშან კი მეტოქეს ოფენბახში 64:0 ვაჯობეთ. გერმანიასთან 7 მატჩში გატანილი გვაქვს 55 ლელო და მივიღეთ 3,ხოლო ქულათა სხვაობა 366:32-ზეა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.